კალათბურთი

19:26 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძეს ოპერაცია გაუკეთდა: ვიქტორს შესაძლოა 10 თვე გაუცდეს...

საქართველო საკალათბურთო ნაკრების ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს დღეს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. როგორც ბერძნული “არისის” ვებგვერდს ნიკოლას კუკულიასმა განუცხადა, დაზიანება, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალზე მძიმეა.

“სანიკიძეს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია და ცნობილი გახდა დაზიანების სიმძიმე – ზუსტად რა პერიოდი გაუცდება ახლა ამის თქმა საკმაოდ რთულია, მაგრამ დიდი ალბათობით, მოედანზე 6 თვიდან 10 თვემდე ვერ გავა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული როგორ ჩაივლის აღდგენითი პროცესები”, - თქვა ექიმმა.

შეგახსენებეთ, ვიქტორ სანიკიძემ აღნიშნული მძიმე ტრავმა გუშინ საბერძნეთის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში, “ტრიკალას” წინააღმდეგ მიიღო. ახლა, მთავარი ისაა, რომ ვიქტორმა ევრობასკეტ 2017-ის დაწყებამდე გამოჯანმრთელება მოასწროს, რომელიც მომავალი წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119285