ჭიდაობა

0:25 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაფრინდაშვილმა და კორძაიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) და მამუკა კორძაიამ (97) ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ პუნე მაიორსის თასის პირველი დღეს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავნებმა მონღოლი და ყირგიზი მეტოქეები დაამარცხეს.

დღესვე ხალიჩაზე კახა ეხლბაქიძემ (61), ლაშა გიგაშვილმა (74) და ირაკლი მწითურმა იასპარეზეს (97) თუმცა მედლის მოპოვება ვერ შეძლეს, ირაკლი მწითურმა ზედა წონით კატეგორიაში 97 კგ-ში იასპარეზა და პირველივე წრეში თანაგუნდელ კორძაიასთან 4-4-ზე დათმო შეხვედრა.

ხვალ 9 ოქტომბერს ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ღირსებას გიორგი რევაზიშვილი (61), დავით ბუზიაშვილი (70), სანდრო ამინაშვილი (86) და საბა ჩიხრაძე (86) დაიცავენ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.126747