საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთთან ამხანაგური მატჩი 1:1 დაასრულა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის საწყის წუთებში პენალტით გაუშვეს გოლი, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მცველმა დავით კობოურმა (თბილისის "დინამო") გაათანაბრა.
გუნდები 10 ოქტომბერს ისევ "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა კვლავ 16:00 საათზე დაიწყება.
როგორც იცით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გაისად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს და ამიტომაც შესარჩევისგან თავისუფალია.
8 ოქტომბერი. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-სერბეთი 1:1
საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ხუბაშვილი, კობოური, ფოჩხუა, ლაკვეხელიანი, ქოჩორაშვილი (სამურკასოვი 64), ჩაკვეტაძე (არდაზიშვილი 78), კვანტალიანი (ბუღრიძე 64), არაბიძე (ჩოგაძე 78), გოგილაშვილი (კოხრეიძე 64)
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
სერბეთი: სტანკოვიჩი, ილიჩი (ნიშიჩი 52), დინგა, ზლატანოვიჩი (აჯიჩი 75), ბოშნიაკი, გოიკოვი, პეტროვიჩი, ვლაჰოვიჩი (პეტროვი 20), რაჩიჩი, ბლაგოევიჩი (დუკიჩი 66), ნიკოლიჩი (პეიოვიჩი 52)
მწვრთნელი: მილან კოსანოვიჩი
გოლები: 0:1 აჩიჩი (3 პენ), 1:1 კობოური (51)
გაძევება: პეტროვი (28)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიყავი სტადიონზე. პირდაპირ ვიტყვი სუსტი თაობაა. არც ართმევა, არც მოედნის ხედვა არც დრიბლინგი, არც პასი. ბევრად ძლიერი ცხრამეტწლამდელები გვყოლია და იმათგან 1-2 თუ დამდგარა ნორმალური ფეხბურთელი და ამათთან დიდი შრომა მოუწევთ რამეს მისაღწევად.
არაბიძემ როგორ ითამაშა?
დიდად არ მომეწონა. 2-3ჯერ მოატყუა კაცი და პლუს მაგის ჩაწოდებულ კუთხურს მოყვა გოლი. სხვა რა გითხრა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო თითქოს თვლის რო ყველას წინ აქვს რაღაც დასამტკიცებელი და ზედმეტის გაკეთება უნდა. როცა არ გამოდის აშკარად ძალიან განიცდის. ძალიან ბევრჯერ გადაჰქონდა ბურთი მეორე ფლანგზე და რამდენიმეჯერ არ გამოუვიდა და მაგრა უტყდებოდა. ცოტა უნდა მოდუნდეს თორე ასე გაუჭირდება.
მაგ ბიჭს უნდა მოუხსნან ეგ ფსიქოლოგიური წნეხი. არ ვიცი რაშია საქმე, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებებშიც აღარ იძახებდნენ. ბევრს ითხოვენ მისგან..
მგონი უფრო თვითონ თხოვს თავს ზედმეტს. ისე ცოტა ჩაკეტილი ტიპი ჩანს. გავა დრო და 2-3 თამაში რო გამოუვა მოეხსნება ეგ დაძაბულობა, ამიტომაცაა საჭირო პატარებში მაგის გამოძახება და არა დიდებში. ნელნელა შეეჩვევა სიტუაციას. ერთს კი დავაკვირდი მეორე ფლანგს უფრო ტვირთავდნენ ჩვენები ვიდრე მაგისას, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.
ჩაკეტილობით ნამდვილად გავს მესის
არ ვიცი, შეიძლება მისი ბრალიცაა. მაგრამ მთავარი ისაა, ბრალეულობის მიუხედავად, ისე მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ ნაკრებმა ისარგებლოს.
ვუა თქვე გენაცვალეთ. ისე დეტალურად მიმოიხილეთ თამაში მგონია რო იქ ვიყავი და ვუყურებდი