9 ოქტომბერს კარდიფში, უელსი-საქართველოს შესარჩევ მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი პაოლო მაცოლენი იქნება. მას არასოდეს უმსაჯია არც საქართველოს და არც უელსის ნაკრების თამაში. არც ქართულ კლუბებთან ჰქონია შეხება. მაცოლენი ბოლო სანაკრებო მატჩი წლეულს სექტემბერში გაუძღვა, რომელშიც მაკედონიამ ლუქსემბურგს 3:2 მოუგო.
ისე, მეოთხე მსაჯი მაცოლენიზე გაცილებით ცნობილია - დანიელე ორსატო.
უელსისა და საქართველოს ნაკრებთა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.