ფეხბურთი

15:32 | 8.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

A ჯგუფი: სამი ლიდერი და ცენტრალური მატჩი ამსტერდამში (+VIDEO)

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის A ჯგუფს ორი ტურის მერე სამი ლიდერი ჰყავს – ჰოლანდიას, შვედეთსა და საფრანგეთს 4-4 ქულა აქვს.

გუშინ, როტერდამში, ჰოლანდიის ნაკრებმა ბელორუსს უმასპინძლა და ადვილად სძლია 4:1 გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ჯანო ანანიძის თანაგუნდელი ქვინსი პრომესი გახლდათ, რომელიც ჩინებულ ფორმაშია. იგი დუბლით გამოირჩა.

ანალოგიური ანგარიშით იმარჯვა საფრანგეთის ნაკრებმაც – “მამლებმა” “სტად დე ფრანსზე” ბულგარეთის ნაკრებს აჯობეს. პრომესისა არ იყოს, აქაც დუბლით გამოიჩინა თავი კევინ გამეირომ. არადა, თავიდან ყველაფერი ბულგარელთათვის ხელსაყრელად დაიწყო – მე-6 წუთზე დაწინაურდნენ.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთ მატჩში შვედეთმა მაჩანჩალა ლუქსემბურგს გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოუგო მიქაელ ლუსტიგის გოლით. მესამე ტურში ცენტრალური მატჩი ამსტერდამში შედგება, სადაც ჰოლანდიის ნაკრები საფრანგეთს დაუხვდება.

ლუქსემბურგი – შვედეთი 0:1 (0:0) VIDEO

გოლი: 0:1 ლუსტიგი (58)

ჰოლანდია – ბელარუსი 4:1 (2:0) VIDEO

გოლები: 1:0 პრომესი (15), 2:0 პრომესი (31), 2:1 რიოსი (46), 3:1 კლაასენი (56), 4:1 იანსენი (64)

საფრანგეთი – ბულგარეთი 4:1 (3:1) VIDEO

გოლები: 0:1 ალექსანდროვი (6), 1:1 გამეირო (23), 2:1 პაიე (26), 3:1 გრიზმანი (38), 4:1 გამეირო (58)

1. ჰოლანდია 2 1 1 0 5:2 4
2. საფრანგეთი 2 1 1 0 4:1 4
3. შვედეთი 2 1 1 0 2:1 4
4. ბულგარეთი 2 1 0 1 5:7 3
5. ბელარუსი 2 0 1 1 1:4 1
6. ლუქსემბურგი 2 0 0 2 3:5 0

მომდევნო ტური – 10 ოქტომბერი

ჰოლანდია – საფრანგეთი

ბელარუსი – ლუქსემბურგი

შვედეთი - ბულგარეთი

0.241107