საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ მფლობელი კომპანია „სტარ სპორტ ინვესტი“ ოფიციალურად გახდა.
ცნობილია, რომ ებრაელ ინვესტორთა ჯგუფი კლუბის შეძენის თაობაზე გორის მერიასთან რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებს. გარკვეული სახელმწიფო პროცედურების გამო პროცესი გაჭიანურდა, მაგრამ საბოლოოდ ყველა საკითხი მოგვარდა და კლუბი აუქციონის წესით გაიყიდა.
როგორც „დილას“ პრესსამსახური იტყობინება, 7 ოქტომბერს, გორის „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დაბრაზში გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სტარ სპორტ ინვესტს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რის შემდეგაც გორის „დილა“ ებრაელ ინვესტორებს ოფიციალურად გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ებრაელ ინვესტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ავი ციონი, ებრაელ ბიზნესმენთა ჯგუფის წარმომადგენელი დავიდ კოზიაშვილი, „სტარ სპორტ ინვესტი“-ს დირექტორი ეკატერინე თორდია, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი შიდა ქართლის მხარეში იოსებ ოქრომელიძე, ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და სხვა ოფიციალური პირები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გორის დილა ებრაელმა საფეხბურთო აგენტმა იყიდა... დაგუგლეთ მაინც ჯერ სანამ ვინმეს რამეს მიყიდით, ეგ მაინც ხომ არაა ძნელი
0?'>https://il.linkedin.com/in/avi-zioni-93b07190':'>https://il.linkedin.com/in/avi-zioni-93b07190'))
Erovnuli-Nakrebi დამშვიდდი, რა გაცხარებული ხარ?
შენი აუქციონის საიტზე და ზუსტად წაიკითხავ რა პირობებით იყიდება. KEEP CALM
ან არის განვითარების მეორე გზა:
ბიუჯეტში უნდა გქონდეს უშველებელი თანხები რასაც კლუბებს გადაურიცხავ. მოიყვანენ ძვირადღირებულ ლეგიონერებს და ითამაშებენ.
მაგრამ ამ შემთხვევაშიც განვითარება არაა ოპტიმალური.
მასაჟისტი, მიმტანი, მწვრთნელი ყოველთვის შეირჩევა ვიღაც ჩინოვნიკების სეხედულებით და არა საბაზრო პრინციპებით. ანუ ოპტიმალურად
ჩემს მიერ დაწერილის გააზრებას, ან მითუმეტეს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას ჭირდება კომუნისტური კლიშეების დანგრევა, რა ძალიან რთულია!
ხოლო საბზრო ეკონომიკის პირობებში, სხვაგვარად არ გამოდის.
ფეხბურთს კალათბურთის წესებით ვერ ითამაშებ და პირიქით.
ესენი კი ცდილობენ და არ გამოდის. ეგაა სულ
რაც ქვემოთ დავწერე, არის ანა-ბანა.
ერთადერთი უნდა დამემატებინა:
ანუ პროფილის შენარჩუნების აუცილებლობა. ვალდებულება.
მორჩა. ეგაა მთელი ფილოსოფია.
სხვა მხრივ არ გამოვა.
საკმარის ვერც ფულს მიიზუდავ და იქნები სხვისი შემწეობის იმედად. ეს შემწეობა მხოლოდ არსებობისთვის იქნება საკმარისი
მართლა საქმის გაკეთება რომ ნდომებოდა სახელმწიფოს მაშინ გააკეთებდა ასე:
1. გორის "დილა" გადააკეთე სააქციო საზოგადოებად
2. აქციები გადაეცი ხალხს. თუ გინდა მარტო გორელებს
3. ხალხი ამ აქციებით ჩვეულებრივად ივაჭრებს. ბოლოს თავს მოიყრის გარკვეული ჯგუფის ხელში საკონტროლო პატეკი
4. მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდება ქონებას ფასი. უშველებელი აქტივები, რომელიც "დილას" აქვს მოიზიდავს ფულს. ანუ მარტივად ჩაუდგება გარანტიად თუნდაც რამდენიმე ათეულ მილიონს
5. კლუბს უკვე ეყოლება ათასობით მესაკუთრე, რომელიც თავის მხრივ ყველაფერა იღონებს იმისთვის რომ მოზიდული რესურსები ოპტიმალურად გაანაწილოს
ეგ თუ მართლა გაქირავებაა, მთლად რეტინობის ზენიტშI ასულან
ეგრეა. გაქირავებაა. ე.წ. გრძელვადიანი იჯარა
რამდენი იქნება ბიუჯეტი გააჩნია მარტო ახალი სპონსორი რას შველის
ჩვენი ფეხბურთის მომავალი არის ასეთი:
ქარყველმა ფეხბურთელებმა როგორც კი შანსი ექნებათ უნდა მიაშურონ ცივილიზაციას და დატოვონ ეს ჭაობი
იქნებ ნაკრები გვეყოლოს ძლიერი. რა ასევე არაა ცუდი, არამედ კარგია
ვისაც ლიცენზიით გაცემა, კერძო ჰგონია.
განმარტება:
ბინა, თუ თქვენ გაქვთ ქირით, ეს ბინა თქვენია?
რათქმაუნდა არა!
თქვენ მას ფლობთ გარკვეული დროით და გარკვეული პირობით!
იგივეა ლიცენზიაც!
მიდით ნაქირავები ფულით და მოიზუდეთ ინვესტიცია! ჩადეთ ბანკში გარანტიის სახით ))) თუ ჩაგიდეს
ესაა დღეს გორის დილა. არავითარი ლივერპული, ან თუნდაც აინტრახტი ...
უბრალოდ გორის დილა
ნაქირავები ბინით
რაჭა - მართალი ხარ, უნდა იყოს კერძო!
მაგრამ დილა არ გამხდარა კერძო!
ის ისევ სახელმწიფოსია და ლიცენზიით გაიცა!
ეს არიას ამ კლუბის საკონტროლო გასროლით განადგურება
ნუ ატყუებთ ხალხს! არაფერიც არ გაყიდულა და ნუ აიმედებთ ნურავის!
კი არ გაიყიდა, არამედ გადაეცა 50 წლიანი მართვის უფლებით!
ეს არაა კერძო საკუთრებაში გადაცემა! ფულს ეს კლუბი ვერ მოიზიდავს და ვერ შეძლებს კაპიტალიზაციას! ესაა ტყული
50 წლით თორე ეხლაც დილა მყავს მანჩესტერი და ვინმე უკან გამოითხოვს, კარგი რა თუ ძმა ხარ... 50 წელი ცოტა ხომ არ გგონია?
ზედა კომენტარში განვმარტე მგონი გასაგებად. 50 წელი ცოტა არაა, მაგრამ აქტივს კაპიტალუზირების არანაირ შანს არ აძლევს. კაპიტალიზაციის გარეშე,დღეს კლუბი ვერ განვითარდება. ეს არის კაპიტალის ძალით ჩაკვლა
ვულოცავ დილას საფეხბურთო კლუბს, წარმატებას ვუსურვებ.
რაჭა
მასე ავტოგაზი სპონსორი რომ გახდა ვაუ რა მაგარია დილას ეშველაო და მერე?
ყველა გუნდი კერძო უნდა იყოს...ბიუჯეტის ჭამა გემრიელია, მარამ ყველაფერს აქვს დასასრული....
აბა რა ყველა გუნდი კერძო უნდა იყოს
იმას რაც იყო ყველაფერი ჯობია...
წარმატებები