ფეხბურთი

20:54 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ამას მხოლოდ იქ თუ ნახავთ: ეკვადორის ნაკრებში თურმე “მსახიობი” თამაშობდა... (+VIDEO)

ამბობენ, რომ ასეთი რაღაცები მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში ხდება და ალბათ მართლაც ასეა – გუშინ, ეკვადორისა და ჩილეს მატჩის დროს მასპინძელთა ფეხბურთელმა ენერ ვალენსიამ ტრავმა გამოიგონა და პოლიციას ხელიდან დაუსხლტდა.

საქმე ისაა, რომ ლივერპულის “ევერტონის” ფორვარდს ყოფილი მეუღლე ალიმენტის გადაუხდელობაში ადანაშაულებს და სამართალდამცავ ორგანოსთან ვალენსიას პრობლემები ამიტომაც აქვს.

პატივცემული ენერი სასწრაფო დახმარების მანქანამ მოედნიდან 81-ე წუთზე გაიყავანა და თავი სამშვიდობოს დაიგულა. სხვათა შორის, აღნიშნულ შეხვედრაში, რომელიც ეკვადორმა 3:0 მოიგო, ვალენსიამ საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.24445