ფეხბურთი

19:05 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მონტოლივო ბენასიმ ჩაანაცვლა

იტალის ეროვნულ ნაკრებში ცვლილებაა. “მილანის” კაპიტან რიკარდო მონტოლივოს ნაცვლად კოვერჩანოს ბაზაზე “სკუადრა აძურას”, იტალიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი და “ტორინოს” ნახევარმცველი, მარკო ბენასი შეუერთდა. აღნიშნული ცვლილების მიზეზი კი, გამოცდილი ფეხბურთელის დაზიანებაა, რომელიც მან გუშინ, ესპანეთთან მატჩისას (1:1) მიიღო. აღსანიშნავია, რომ მონტოლივოს ტრავმა მეტად სერიოზული გამოდგა და იგი მოედანზე 6 თვის განმავლობაში ვერ გავა. ფიფამ კი, "მილანს" კომპენსაციის სახით 2 მილიონი ევრო გადაურიცხა.

რაც შეეხება მარკო ბენასის, იგი იტალიის ეროვნულ ნაკრებში მეორედ გამოიძახეს. პირველად ეს გასულ გაზაფხულზე, შოტლანდიასთან სპარინგის დროს მოხდა, თუმცა მაშინ მარკოს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110674