“რომამ” 28 წლის ბელგიელ ნახევარმცველთან რაჯა ნაინგოლანთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
რაჯა “რომას” ღირსებას 2014 წლიდან იცავს, ამ დროის განმავლობაში რომაულ კლუბში 74 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მანამდე კი ბელგიელი “პიაჩენცაში” და “კალიარიში” თამაშობდა. ნახევარმცველი 2009 წლიდან ბელგიის ნაკრების წევრია, სადაც 24 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.