ფაქტობრივად არ დარჩა რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი, რომელზეც ჭორი არ აგორდა და რომელიც ჭორთმოყვარულებმა ულამაზეს რუს მოდელ იანა ლუჟკოვასთან არ “დააწყვილეს”. მავანთა ფანტაზიები უფრო შორსაც კი წავიდა და ბულვარული მედია იუწყებოდა, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს სწორედ ამ ქალის გამო დაუპირისპირდნენ.
პირში წყლისა და გულში დარდის ჩაგუბებას იანა ლუჟკოვამ საჯაროდ სიმართლის თქმა არჩია, მოიწვია მასზე ჭორის გამავრცელებელი ჟურნალისტები და განაცხადა, რომ მას გულისსწორი დღესდღეობით არ ჰყავს და რომც ჰყავდეს, არ აპირებს ვინმეს რაიმე ზედმეტი სათქმელი დაუტოვოს.
“ყვითელ” მოკალმეებს იანა კი არა, ვიქტორია ადამსი ვერ აჩერებს და ამ კეკლუცი მოდელის მცდელობებიც წყლის ნაყვა იქნება, მაგრამ რაკი პირად ურთიერთობებზე საუბარი ღიად დაიწყო, შემდეგში მასზე მოგონილი ამბების დამწერს ალბათ უფრო მეტად შეაწუხებს უცნაური გრძნობა ჩვენში სინდისს რომ ეძახიან.