ფეხბურთი

16:34 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

I ჯგუფი: ისლანდიური თრილერი და ხორვატული გაკვეთილი (+VIDEO)

ისე მოხდა, რომ I ჯგუფის პირველ ტურში სამივე შეხვედრა ფრედ დასრულდა და სამივე ერთნაირი ანგარიშით – 1:1. შესაბამისად, მეორე ტურის წინ, ისედაც თანაბარ ჯგუფში, სრული თანაფარდობა გახლდათ.

გუშინ, ჯგუფის ფავორიტმა ხორვატიის ნაკრებმა კოსოვოს გადაურბინა. ეს უკანასკნელი პირველ ოფიციალურ მატჩს ატარებდა შინ, მაგრამ საეჭვოა მომავალში დებიუტ კარგად გაახსენდეს – ბალკანელთაგან საუკეთესო მარიო მანჯუკიჩი გახლდათ. “იუვენტუსის” ფორვარდმა გაიფორმა ექვსიდან სამი გოლი.

დაძაბული და საინტერესო სანახავი გამოდგა მატჩი კონიაში, სადაც უკრაინის ნაკრები ორბურთიანი სხვაობით უგებდა მასპინძელ თურქეთს, მაგრამ აღნიშნული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ფათიჰ თერიმის გუნდმა 82-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლით გადაარჩინა მნიშვნელოვანი ქულა.

ჯგუფის მესამე მატჩში კი ნამდვილი თრილერი ვიხილეთ: ისლანდიური ზღაპარი, რომელიც ჯერ კიდევ წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო და მერე ევრო 2016-ზეც ვნახეთ, ახლაც გრძელდება. რეიკიავიკში მასპინძლები მოულოდნელად ფინეთთან მთელი თამაში აგებდნენ, მაგრამ ჯერ მსაჯის პირველ დატამებულ წუთზე გაათანაბრეს, მერე კი საფინალო სასტვენს რომ წამები აკლდა, გამარჯვების გოლიც შეაგდეს და კუნძულელბმა პირველი სამი ქულა მიითვალეს.

ისლანდია – ფინეთი 3:2 (1:2) მიმოხილვა

გოლები: 0:1 პუკი (21), 1:1 არნასონი (37), 1:2 ლოდი (39), 2:2 ფინბოგასონი (90+1), 3:2 სიგურდსონი (90+5)

თურქეთი – უკრაინა 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 იარმოლენკო (24, პენ), 0:2 კრავეცი (27), 1:2 თუფანი (45), 2:2 ჩალჰანოღლუ (81, პენ)

კოსოვო – ხორვატია 0:6 (0:3) მიმიხილვა

გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (6), 0:2 მანჯუკიჩი (24), 0:3 მანჯუკიჩი (35), 0:4 მიტროვიჩი (68), 0:5 პერიშიჩი (83), 0:6 კალინიჩი (90)

1. ხორვატია 2 1 1 0 7:1 4
2. ისლანდია 2 1 1 0 4:3 4
3. თურქეთი 2 0 2 0 3:3 2
4. უკრაინა 2 0 2 0 3:3 2
5. ფინეთი 2 0 1 1 3:4 1
6. კოსოვო 2 0 1 1 1:7 1

მომდევნო ტური – 9 ოქტომბერი

ფინეთი – ხორვატია

უკრაინა – კოსოვო

ისლანდია - თურქეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135108