კალათბურთი

15:26 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის და შერმადინის 14-14 ქულა და "ანდორას" გამარჯვება "გრან კანარიასთან"

დასაწყისიც ასეთი უნდა: გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის დიდი თანამონაწილეობით „ანდორამ“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში რამდენიმე დღის წინ „ბარსელონას“ ძლევით სუპერთასის მომგები „გრან კანარია“ დაამარცხა. ანდორელები პირველ ტურში ისვენებდნენ და ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთვნენ და ქართველების დახმარებით საამაყო ანგარიშიც დააფიქსირეს.

ფრედ დასრულებული პირველი მეოთხედის შემდეგ ანდორელებმა 20:34 წააგეს მეორე და დიდ შესვენებაზე 14 ქულით ჩამორჩებოდნენ. მასპინძლებმა დიდებულად ითამაშეს მეორე ნახევარი და მომდევნო მეოთხედები შესაბამისად 25:15 და 29:17 იმარჯვეს. გუნდური თამშით, რაშიც მნიშვნელოვან რგოლს ქართველები წარმოადგენდნენ, „ანდორამ“ 97:89 დაამარცხა „გრან კანარია“ და ჩემპიონატი ამაღლებულ ნოტაზე დაიწყო.

შერმადინმა მოედანზე 23:26 წუთი გაატარა და 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმ 9-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 22 ერთეული შეადგინა, რაც 4-ით ნაკლებია ამ ნიშნით ანდორელთაგან საუკეთესო ოლივერ სტევიჩთან.

ბექა ბურჯანაძემ სნაიპერული თვისებები გამოავლინა. ის 13:10 წუთით გამოჩნდა მოედანზედა თავი 14 ქულას მოუყარა. ბექამ 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 14 ქულას ბურჯანაძემ 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაყოლა.

მომდევნო, მე-3 ტურის მატჩს ანდორელები კვლავ შინ, 9 ოქტომბერს „ხუვენტუდთან“ გამართავენ.

www.gbf.ge

0.155553