ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” წინასასეზონო მატჩში შინ “საკრამენტო კინგზი” 105:96 დაამარცხა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ფაჩულიამ 4-დან ერთი ორქულიანი და 4-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც “ოქროს შტატელებმა” 27:18 მოიგეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო, “საკრამენტოში” 20 ქულით დემარკუს კაზინსი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” მომდევნო წინასასეზონო შეხვედრას გასვლაზე 15 ოქტომბერს “დენვერ ნაგეტსის” წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისი დროით 05:00 საათზე დაიწყება.