ფეხბურთი

10:23 | 7.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: “ავსტრიასთან ფრე ლოგიკურია, ახლა საქართველოს ნაკრები უნდა დავამარცხოთ ”

უელსის ეროვნული ნაკრების ლიდერმა გარეტ ბეილმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიასთან სტუმრად ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“რთული შეხვედრა გამოვიდა, რომელიც საბოლოოდ ლოგიკურად ფრედ დასრულა. ავსტრია საკუთარ მოედანზე ბევრ ნაკრებს ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის. ახლა კი მნიშვნელოვანია მომდევნო შეხვედრისთვის მოვემზადოთ და საქართველოს ნაკრები დავამარცხოთ”- განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ უელსი საქართველოს შეხვედრა 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.124584