საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირლანდიასთან ურიგოდ არ ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ საშინელი სერია ისევ გააგრძელა და კვლავ დამარცხდა. მატჩის შემდეგ კელტთა გამოცდილმა დამრიგებელმა მარტინ ონილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა მის გუნდს აჯობა.
იქვე დასძინა, მათ გოლეადორი რომ ჰყავდეთ გუნდში, ბევრად მეტ პრობლემებს შეუქმნიდნენ მეტოქეებსო...
“ველოდებოდი, რომ საქართველო მჭიდროდ გვეთამაშებოდა. მათ რომ ჰყავდეთ, გოლის გამტანი ფეხბურთელი, ბევრ გუნდს პრობლემებს შეუქმნიდნენ. ეს იყო ნამდვილად ძალიან რთული თამაში. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში აშკარად გვაჯობა. მეორე ტაიმში კი, კოულმენმა მთელი ფლანგი გაირბინა და გოლი გაიტანა - ის შესანიშნავი იყო. ვფიქრობ, ჩემს ნაკრებს ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, ვიდრე ეს დღეს გააკეთა. ჩვენ არ გვითამაშია კარგი ფეხბურთი, მაგრამ მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელიც სასიცოცხლო გახლდათ", - თქვა ონილმა.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 9 ოქტომბერს, კარდიფში, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტ უელსთან გამართავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ესე თამაშის დამთავრება აღარ გამიგია
პირველათ ვნახე რასაც ქვია
ზუსტად ანალოგიურად დაუმთავრა შეტევაში გუშინ სამტრედიას ტორპედოსთან თამაში შეტევაში, მეკარემ მოიგერია, გამოაგდო მიიღო სამტრედიის ფეხბურთელმა და ჩაწოდებას აპირებდა, როდესაც დაამთავრა. ესეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა 2 წუთი იყო გადაცილებული დამატებულ დროს და დაამთავრა.