ფეხბურთი

22:29 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

რობენი ბელარუსთან გამოირიცხა, სნეიდერი ითამაშებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანი ბლინდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" შემტევის არიენ რობენის "ნარინჯისფერთა" რიგებში ასპარეზობა ამ ეტაპზე გამოირიცხა. იყო შანსი, რომ რობენი ნაკრებს დახმარებოდა, თუმცა უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა.

"არიენს ველაპარაკე ამ დილით და ის ვერ შემოგვიერთდება. საუბედუროდ იგი ფორმაში არაა. ჩვენ ისევ მის გარეშე მოგვიწევს ასპარეზობა. იგი მზად არაა და ვიცით თუ რამდენად რთულია მისთვის ეროვნული ნაკრების თამაშების გამოტოვება." - განაცხადა ბლინდმა.

დანიმ აღნიშნა, რომ მომავალი მატჩებისთვის ვესლი სნეიდერი თამაშს შეძლებს. ფეხბურთელს ბარძაყის მცირე დაზიანება ჰქონდა. ჰოლანდია 7 და 10 ოქტომბერს როტერდამსა და ამსტერდამში ბელარუსთან და საფრანგეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს გამართავს.

0.115719