ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" მცველი ტიაგო სილვა შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს. როგორც calciomercato-ს ფეხბურთელის აგენტმა პაოლო ტონეტომ განუცხადა, თუ პარიზელებსა და სილვას შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება არ შედგება, მაშინ გამორიცხული არაა, რომ ტიაგო იტალიაში იანვარშივე დაბრუნდეს.
მცველს პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ჯერჯერობით მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჩაიშალა. ტონეტომ აღნიშნა, რომ ფეხბურთელით ბევრი კლუბია დაინტერესებული და თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებს, მაშინ სილვა გუნდში არ დარჩება.
სილვა "მილანში" 2009-12 წლებში თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 119 მატჩში 6 გოლი გაიტანა.