მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის შეძენას აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას El Mundo Depertivo ავრცელებს. წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” 28 წლის ხორვატი ფეხბურთელის გადაბირებას მომავალ ზაფხულში შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ “რეალს” რაკიტიჩის შეძენა 2014 წელსაც სურდა, როცა ის “სევილიას” ღირსებას იცავდა, თუმცა საბოლოოდ ნახევარმცველი კატალონიის გზას გაუდგა.
პრიმერადივიზიონის მიმდინარე სეზონში რაკიტიჩმა ხუთ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.