ფეხბურთი

17:05 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: “ისტორია უნდა შევცვალოთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი მიიჩნევს, რომ ირლანდიის ნაკრებთან სათამაშოდ გუნდი მზადაა. როგორც ყაზაიშვილმა სფფ-ის პრესსამსახურთან საუბარში განაცხადა, დროა, საქართველოს ნაკრებმა ისტორია შეცვალოს.

“თითოეული ფეხბურთელი მზად ვართ – იყო თამაშები, რომლებშიც დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა და თამაში შეგვიძლია. ირლანდიასთან ეს ნავსი უნდა გავტეხოთ და ისტორია შევცვალოთ”, - ამბობს ყაზაიშვილი.

მოგეხსენებათ, აქამდე ირლანდიამ ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოუგო და დღეს ისინი ერთმანეთის პირისპირ მერვედ წარსდგებიან.

0.117744