თბილისის "დინამო" სპორტულმა დირექტორმა ლევან გაბრიჩიძემ დატოვა. ეს გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და თავად ლევან გაბრიჩიძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს. მიზეზი გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა.
ლევან გაბრიჩიძე რჩება "დინამოს" ერთგულ გულშემატკივრად და მომავალშიც გააგრძელებს კლუბთან თანამშრომლობას. ამ ეტაპზე, რომან ფიფიას მრჩევლად მუშაობას აგრძელებს ლევან სალუქვაძე. სპორტული დირექტორის საპასუხისმგებლო პოზიციაზე კი კანდიდატურის შერჩევას კლუბის ხელმძღვანელობა არ იჩქარებს.
worldsport.ge გაბრიჩიძეს დაუკავშირდა და მან აღნიშნა, რომ მეტს ვერაფერს დაამატებს, კლუბმა გააკეთა განცხადება და შემიძლია იგივე გავიმეოროო. გაბრიჩიძე სექტემბერში დაინიშნა "დინამოს" სპორტულ დირექტორად და უცნაურია, რომ ასე მალე ისევ დატოვა პოსტი, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება...