ფეხბურთი

16:10 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძე: “მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბარში აცხადებს, რომ ირლანდიის წინააღმდეგ გუნდი მხოლოდ 3 ქულისთვის უნდა გავიდეს. მისი თქმით, თუ საქართველოს ჯგუფიდან გასვლაზე პრეტენზია აქვს, მაშინ უახლოეს ორ თამაშში 4 ქულა უნდა მოიპოვოს.

“რა თქმა უნდა, ეს თამაში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან უახლოეს ორ შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულა მაინც უნდა მოვიპოვოთ, თუ გვინდა, რომ წარმატებაზე ვიფიქროთ. ჩემი აზრით, მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ და არა სხვა მიზნისთვის”, - განაცხადა მჭედლიძემ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დღევანდელი მატჩი ირლანდიასა და საქართველოს შორის, 22:45 საათზე დაიწყება.

0.138323