ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა გუნდის ნახევარმცველ მესუთ იოზილთან და თავდამსხმელ ალექსის სანჩესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ განაახლებს. როგორც The Times-ი იტყობინება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებით ორივე ფეხბურთელი დაინტერესებულია, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ კლუბი მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
“არსენალსა” და მოთამაშეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე წინასწარი მოლაპარაკება გასულ სეზონში გაიმართა. თუმცა, ახლა იოზილი და სანჩესი ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 285 ათას ევროს ითხოვენ, რაც 80 ათასით აღემატება წინასწარ შეთანხმებულ თანხას. შესაბამისად, კლუბს, გერმანელ და ჩილელ ფეხბურთელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის გადახედვა მოუწევს.
მესუთსა და ალექსის “მეთოფეებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ.