სხვა

10:24 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიური: "მივდივარ... მაგრამ დავბრუნდები"

მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციისა (WBO) და მსოფლიოს საკრივო ასოციაციის (WBA) ვერსიების საჩემპიონო ქამრების მფლობელმა ტაისონ ფიურიმ კარიერას დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა გადაწყვეტილების შესახებ ქომაგებს სოციალური ქსელის მეშვეობით აუწყა, მაგრამ... სულ რამდენიმე საათში, აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათის განცხადება გააკეთა:

"გგონიათ ასე ადვილად მომიშორებთ? არც იფიქროთ, არსადაც არ მივდივარ. როდესაც უკეთ ვიქნები, აუცილებლად დავიცავ იმას, რაც მე მეკუთვნის" - დაწერა ტაისონ ფიურიმ თავის მიკრობლოგში.

მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულების დასაცავად, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოსთან ბრძოლა ჯერ კიდევ 9 ივლისს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ კოჭის ტრავმის მომიზეზებით 29 ოქტომბრისთვის გადაიდო. ახლახან კი, კიდევ ერთხელ ითხოვა თარიღის გადაწევა. ბრიტანელის სამწვრთნელო შტაბმა პრობლემის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მხოლოდ ზოგადი განმარტება გავრცელდა - "ბრძოლისთვის არაშესაფერისი სამედიცინო მდგომარეობა".

ბრიტანულმა გამოცემებმა ფიურის მოთხოვნის შესაძლო მიზეზად მისი დოპონგთან დამოკიდებულება დაასახელეს. ეჭვი მალევე დადასტურდა - გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ჩემპიონის სისხლში კოკაინის კვალი აღმოაჩინეს.

ჩამოართმევენ თუ არა ფიურის ტიტულებს, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134781