ფეხბურთი

0:59 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების"

საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ირლანდიასთან მატჩისწინ ისაუბრა. როგორც გამოცდილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია საქართველოსთვის უხერხული მეტოქეა, შანსი მის გუნდს ამჯერად აქვს.

კაშიას აზრით, ირლანდიის ნაკრებს ფიზიკური ორთაბრძოლები მაქსიმალურად უნდა მოუგონ, ხოლო ტექნიკის თვალსაზრისით “ჯვაროსნებს” უპირატესობა აქვთ.

“ასახსნელად რთულია, მაგრამ მე ვარ ქართველი და სრულიად მჯერა, რომ ფეხბურთელების ამ ჯგუფს შეუძლია რაღაცის გაკეთება. ჩვენ წავაგეთ 7 თამაში ირლანდიასთან, მაგრამ ამ შედეგებიდან ვისწავლეთ და გავაუმჯობესეთ ხარისხი.

ვიცით, რომ მეტოქე ფიზიკურად და სტანდარტული სიტუაციების დროს ძალიან ძლიერია - ამიტომ, უნდა მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი ფიზიკური ორთაბრძოლა. ვგრძნობთ, რომ შანსი გვაქვს, რადგან გვყავს ტექნიკური ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ხვალინდელ შეხვედრაში შექმნან საგოლე მომენტები”, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ხოლო აღნიშნულ მატჩში ჩვენს ეროვნულ ნაკრებს სწორედ გურამ კაშია უკაპიტნებს.

0.121533