ფეხბურთი

22:22 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი: "იკერის გარეშე ესპანეთის ნაკრები უცნაურია"

იტალიისა და ესპანეთის მატჩის წინ, “სკუადრა აძურას” კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი აცხადებს, რომ მისთვის უცხოა “ფურია როხასთან” თამაში იკერ კასილიასის გარეშე.

“კასილიასი? – გამიხარდება თუ მას ნაკრებში ჩატარებული მატჩებით ვაჯობებ, თუმცა ესპანეთის ნაკრებთან თამაში იკერის გარეშე ჩემთვის უცნაურია. ეს მიმანიშნებს, რომ ჩემი დროც იწურება”, - განაცხადა ბუფონმა.

აღნიშნული შეხვედრა 6 ოქტომბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.113105