ფეხბურთი

21:49 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

იოჰან კრუიფის სიმბოლური ნაკრები

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი მიმდინარე წლის 24 მარტს გარდაიცვალა, მაგრამ მის მიერ წარსულში დასახელებული ყველა დროის საუკეთესო 11-ეული ახლახან გახდა ცნობილი.

საქმე ისაა, რომ გამოვიდა კრუიფის ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი რევოლუცია” და სწორედ იქ წერია აღნიშნული სიმბოლური ნაკრები.

აღსანიშნავია, რომ კრუფის რჩეულ 11 კაცში მისი თაობის ფეხბურთელებია მხოლოდ შეყვანილი – ერთადერთი გამონაკლისი ესპანელი პეპ გვარდიოლაა. ისიც საგულისხმოა, რომ იოჰანმა სიმბოლურში თავისი ადგილი ვერ მოძებნა...

იოჰან კრუფის რჩეული გუნდი კი შემდეგნაირია:

მეკარე: ლევ იაშინი (რუსეთი)

მცველები: კარლოს ალბერტო (ბრაზილია), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), რუუდ კროლი (ჰოლანდია)

ნახევარმცველები: გარინჩა (ბრაზილია), ბობი ჩარლტონი (ინგლისი), პეპ გვარდიოლა (ესპანეთი), ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა)

თავდამსხმელები: დიეგო მარადონა (არგენტინა), პელე (ბრაზილია), პიტ კაიზერი (გერმანია)

0.132288