იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “ნაპოლიმ” ალბანელ მცველ ელშეიდ ჰიუსაის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ნეაპოლიტანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელი “სან პაოლოზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ჰიუსაი ნეაპოლში 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მას შემდგომ “აძურის” ძირითადი შეამდეგნლობის განუყოფელი ნაწილია.
აღსანიშნავია, რომ ალბანელი მანამდე “ემპოლიში” თამაშობდა, რომელსაც მაურიციო სარი ავარჯიშებდა. სწორედ სარის ინიციატივით შეიძინა იგი თავის დროზე “ნაპოლიმ”.