ფეხბურთი

20:16 | 5.10.2016 | ნანახია 3869 - ჯერ

“სკუადრა აძურას” სამი მარცხი 80 წელიწადში...

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ხვალ მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება ტურინში – იტალიის ეროვნული ნაკრები ესპანეთს მიიღებს.

იტალიელმა ჟურნალისტებმა დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ “სკუადრა აძურას” 80 წლის განმავლობაში საკუთარ მოედანზე გამართული 122 თამაშიდან მხოლოდ 3-ჯერ წაუგია. თუმცა, საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებს შეეხება და მასში სპარინგები არაა შესული.

ბოლოს აპენინელთა მთავარმა გუნდმა სახლში 1999 წელს წააგო. კერძოდ, დანიის ნაკრებთან ნეაპოლში.

ისიც საგულისხმოა, რომ იტალიას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში უკვე 10 წელია არ წაუგია, ხოლო თუ მხედველობაში მარტო მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპებს მივიღებთ, მაშინ 12 წელი (ბოლოს სლოვენიასთან 2004 წელს).

შეგახსენებთ, იტალია და ესპანეთი ერთმანეთს სამი თვის წინ, ევრო 2016-ის მერვედფინალში პარიზში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ “აძურამ” ჯორჯო კიელინისა და გრაციანო პელეს გოლებით 2:0 სძლია მეტოქეს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:22 | 06.10.2016
mushni (93559)

ადმინ რა მოწიე ამნაირი--2002 ში გრუპაში ჩარჩნენ 2010 და 2014 გრუპაში ჩარჩნენ და რანაირად წაუგებლადDDDDDDDDDDDD ჩაის ეწევი თუ დაფნას ადმინ DDDDDDDDDD

10:27 | 06.10.2016
BEERTRANCE (97819)

შესარჩევშიო მუშნი, შენ გამოხვედი ახლა მოწეულში DDDDDDDDDDDDDDDDDDD

13:10 | 06.10.2016
საბარსა (2123)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

08:59 | 06.10.2016
fidofido (3392)

შენ რამოწიე ან რადალიე:დ? შესარჩევზეა საუბარი და არა ფინალურ ეტაპზე:დ

21:09 | 05.10.2016
KoRBeN DaLLaS (24830)

მართლა უცნაური გუნдია აძურა. შეუძლია გერმანიასთან дა ლუქსემბურგთან ერთნაირაд ითამაშოს дა ორივესთან 1:0 მოიგოს DDDDDDDDDD
дიдი ანგარიშით მოგებები თითზე ჩამოსათვლელი აქვს, ალბათ გრანдებში ყველაზე ცოტა.
მოკლეд, განსხვავებული дა განსაკუთრებული ნაკრები იყო ყოველთვის дა ამიტომ ყავს უამრავი გულშემატკივარი.

21:08 | 05.10.2016
berodaviti (4285)

ITALY FAVORITE

SPAIN-GEORGIA 0:1

NO COMENT

0.13263
3869