ფეხბურთი

18:10 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბადშტუბერმა ბურთით ვარჯიში დაიწყო

მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა ჰოლგერ ბადშტუბერმა ბურთით ვარჯიში დაიწყო. ინფორმაციას Sport1-ი ავრცელებს. გერმანელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და იმედოვნებს, რომ მოედანზე მალე გავა.

ფეხბურთელს კუნთების პრობლემების გამო სრული დატვირთვით აგვისტოს შემდეგ არ უვარჯიშია. მიმდინარე წლის თებერვალში ბადშტუბერმა წვივი მოიტეხა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. გასულ სეზონში ჰოლგერმა მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.

0.109516