ფეხბურთი

14:20 | 5.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ესპანელი სპეციალისტი პაბლო ფრანკო მარტინი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, “საბურთალოს” ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებლად შეაფასა გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგები, როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში და მწვრთნელთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

გუნდს დროებით ლაშა ნოზაძე და დავით კევლიშვილი გაუძღვებიან, რომლებიც ესპანელი სპეციალისტის თანაშემწეები იყვნენ.

პაბლო ფრანკო “საბურთალოს” მიმდინარე წლის მარტში ჩაუდგა სათავეში და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა. თბილისური გუნდი მიმდინარე სეზონში ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული 7 მატჩის შემდეგ 9 ქულით წითელ ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება, თასის გათამაშებას კი პირველი ეტაპიდან ხარაგაულის “ჩხერიმელასთან” მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

0.108559