გერმანიის ნაკრების შემტევი მარიო გომესი ეროვნულ გუნდს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიასთან და ჩეხეთთან მატჩში ვერ დაეხმარება, ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გომესს ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს.
8 ოქტომბერს გერმანია შინ ჩეხეთს მიიღებს, შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო 11 ოქტომბერს ასევე საკუთარ კედლებში ჩრდილოეთ ირლანდიას თბილისის დროით 22:45 საათზე შეხვდება.