საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ლე ავრში ჩავიდა და დღეს პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.
გია გეგუჩაძის გუნდი 6 ოქტომბერს ფრანგებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა ლე ავრის "სტად ოუშენზე" შედგება.
ჩვენს გუნდში რამდენიმე ცვლილებაა - ნაკრებს ბოლო წამს გამოაკლდა მარტვილის "მერანის" ფლანგელი აკაკი შულაია, ვის ნაცვლადაც მწვრთნელმა ქობულეთის "შუქურადან" რომან ჩაჩუა გამოიძახა.
ნაკრებთან ერთად ემზადება ფრანგული "ოსერის" ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჯობავაც, რომელიც გუნდს საფრანგეთში შეუერთდა.
ეს იქნება პირველი მატჩი ევროშესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, რომლითაც გია გეგუჩაძის გუნდი ოფიციალურად იწყებს ახალი შესარჩევისთვის მზადებას და შესაბამისად, ნაკრებში უკვე აღარ არიან 1994-1995 წლებში დაბადებული ფეხბურთელები.
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო)
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ)
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), გიორგი ჯობავა (ოსერი, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ზარია (დინამო თბ), ლუკა ზარანდია (ლოკომოტივი), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), რომან ჭანტურია (ემპოლი, იტალია)
GFF.GE