აქამდე გსმენიათ კარამოკო დემბელეს სახელი? – დღეს, შოტლანდიაში სხვა არაფერზე საუბრობენ. მას გუშინ “სელტიკის” 20-წლამდელთა გუნდში ჰქონდა დებიუტი. და მაინც, რა არის ამაში გასაოცარი? – დემბელე ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ 13 წლისაა!
კარამოკოს დებიუტი “ჰართსთან” (3:1) მოგებულ მატჩში შედგა, როცა 81-ე წუთზე ჯეკ ეჩინსონი შეცვალა. სხვათა შორის, ეჩინსონი ცოტა ხნის წინ, “სელტიკის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი გახდა (16 წლისა და 71 დღის ასაკში), მაგრამ იქნებ, კარამოკო დემბელე ახალი ვარსკვლავია?..
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიაში 13 წლის გამთამაშებელზე დიდი იმედი მყარდება...