ფეხბურთი

14:18 | 4.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: “ცუდი პერიოდი გვაქვს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აღიარებს, რომ მის გუნდს ახლა კარგი ჟამი არ უდგას. თუმცა, იქვე ფრანგი იმედიანადაა განწყობილი და აცხადებს, რომ “რეალში” პროფესიონალები თამაშობენ, რომელთაც ფეხბურთისადმი ვნება ამოძრავებთ.

“ფეხბურთელები არიან დიდი ბავშვები – ყველას აქვს ვნება ფეხბურთისადმი. ჩემი მოთამაშეები პროფესიონალები და მსოფლიოში საუკეთესოები არიან, ამით ვამაყობ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა რთული დრო გვიდგას ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ. მინდა, გუნდს ისეთი შემართება ჰქონდეს, როგორც მაგალითად რონალდუს აქვს, რომელსაც ყოველთვის გოლის გატანა უნდა, თუნდაც ეს ვარჯიშზე იყოს”, - თქვა ზიზუმ.

შეგახსენებთ, “სამეფო კლუბმა” ბოლო ოთხი შეხვედრა ფრედ დაასრულა: “ვილიარეალთან”, “ლას პალმასთან”, “დორტმუნდთან” და “ეიბართან”.

0.110187