როგორც ჩანს, იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი დაჭკვიანდა. 26 წლის ფორვარდმა Sky sport-თან საუბრისას იტალიის ნაკრების თავკაც ჯამპიერო ვენტურას გადაწყვეტილება მოუწონა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ნაკრებში გამოძახებას არ ვიმსახურებდიო.
“მართებული გადაწყვეტილებაა – ეროვნულ ნაკრებში დიდი ხანია არ მითამაშია და გამოძახებას ამჯერადაც არ ვიმსახურებდი. მირჩევნია “სკუადრა აძურას” მომდევნო ჯერზე დავუბრუნდე, რადგან ფიზიკური კონდიციები იდეალურთან ახლოს სწორედ ერთი თვის შემდეგ მექნება”, - განაცხადა ბალოტელიმ.
შეგახსენებთ, მარიო ბოლოს ნაკრებში 2014 წლის ზაფხულში იყო მიწვეული. მიმდინარე სეზონი კი, დიდებულად დაიწყო და ფრანგულ “ნიცაში” მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფალკაოოოო
Golis gemo gaixsena :d gegoneba toresivit weliwadshi 2goli gaaqvs falcaos :d
ფორმის აღდგენა სეთი ტრანმვის მერე ძალიან რთულია, რა გინდოდა მონაკოში? ატლეტიკო 10 თავით არ ჯობია ამ მაჩანჩალა გუნდს
ფლორო ჰე დატრიალდი
))
იმედია ტრავმა აღარ შეაწუხებს და ათამაშდება