ფეხბურთი

21:44 | 3.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურა: “ბალოტელი სწორ გზას ადგას”

მარიო ბალოტელი შესანიშნავ ფორმაშია და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, მიუხედავად ამისა, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ის გუნდში არ გამოიძახა. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა განმარტა, მარიომ მაღალ დონეზე თამაში უნდა გააგრძელოს და მერე “სკუადრა აძურას” დაუბრუნდება.

“მარიო ბალოტელი? – აქ მოსვლის პირველსავე დღეს ვთქვი, რომ ნაკრების კარი დახურული არავისთვის იქნებოდა. კარგია, რომ ბალოტელიმ თამაში განაახლა, განსაკუთრებით კი, გოლების გატანა ისევ დაიწყო, მაგრამ ახლა მთავარია ასევე გააგრძელოს და შემდეგ ის ჩემს სიაში აუცილებლად მოხვდება. მე გავუგზავნე მას შეტყობინება, რომ თამაში წარმატებით განაგრძოს.

ესპანეთის ნაკრები? – ვეთამაშებით ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს. მართალია იულიან ლოპეტეგის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ახალ გუნდს აშენებს, მაგრამ ეს “ფურია როხას” შესაძლებლობებს არ აკნინებს. რთული მატჩი გველოდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს გადამწყვეტი შეხვედრა არ იქნება”, - თქვა ვენტურამ.

შეგახსენებთ, მარიო ბალოტელიმ ბოლოს “სკუადრა აძურაში” 2014 წლის ზაფხულში ითამაშა. რაც შეეხება იტალიისა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირებას, იგი 6 ოქტომბერს, ტურინში გაიმართება.

0.116443