ფეხბურთი

19:01 | 3.10.2016 | ნანახია 1863 - ჯერ

ბოლნისის "სიონს" კომპანია RMG დააფინანსებს

კომპანია RMG-სა და საფეხბურთო კლუბ ბოლნისის "სიონს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, მემორანდუმის თანახმად, კომპანია ერთი წლის განმავლობაში „სიონს“ ყოველთვიურად დააფინანსებს და იზრუნებს მის განვითარებაზე. RMG-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი კომპანიიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ მოაწერა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება, საფეხბურთო კლუბის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

"დღეს, კომპანია RMG-ის და კლუბ "სიონს" შორის გაფორმდა მემორანდუმი, რითიც კომპანია პასუხისმგებლობას იღებს ერთი წლის განმავლობაში დააფინანსოს საფეხბურთო კლუბი. მოხარულები ვართ ამ ყველაფრით და იმედია, ჩვენი თანამშრომლობით ხელს შევუწყობთ ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარებას რეგიონში“ - განაცხადა დავით ბალანჩივაძემ.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი. ხელშეკრულება ერთწლიანია. კომპანია ყოველთვიურად, ფულადი ანაზღაურებით დაეხმარება კლუბს. ეს ძალიან დიდი მიღწევაა. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კომპანია RMG-ის . საფეხბურთო კლუბისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არამარტო ერთი წლის, მრავალი წლის ურთიერთობა გვექნება. შევეცდებით, რომ მათი ნდობა გავამართლოთ", - განაცხადა ბოლნისის“სიონის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:47 | 04.10.2016
uzlevi (447)

RMG ის კომპანია არის რომელმაც ბოლნისის რაიონის ბუნება და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა გაანადგურა მოგების სანაცვლოდ. არემჯიმ საყდრისის ისტორიული ოქროს საბადო გაანადგურეს. ამ კომპანიამ მოწამლა მდინარეები ქიმიკატებით, მძიმე ლითონებით, დაავადა იქაურები ონკოლოგიური დაავადებებით. ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის, ანტისახელმწიფოებრივი და ბუნების მტერი კომპანია. ბოლნისის სიონის ფეხბურთელებსუნდა რცხვენოდეს ასეთი ბარბაროსული კომპანიის სახელის ტარება საკუთარ მაისურაზე! ამ კლუბს დაედება იმ ადამიანების ცოდვა, ვინც ამ კომპანიამ დაასნეულა.

0.134984