პსჟ-ს და ურუგვაის ნაკრების შემტევი ედინსონ კავანი ეროვნულ გუნდს 7 ოქტომბერს ვენესუელასთან და 12 ოქტომბერს კოლუმბიასთან მატჩებში დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კავანის კოჭის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და შემტევი 7 ოქტომბრისთვის მწყობრში იქნება.