ფეხბურთი

13:51 | 3.10.2016 | ნანახია 1969 - ჯერ

“ასტონ ვილამ” დი მატეო დაითხოვა

ინგლისური “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობამ რობერტო დი მატეო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, გუნდს დროებით სტივ კლარკი უხელმძღვანელებს. 46 წლის სპეციალისტის დათხოვნის მიზეზი წარუმატებელი შედეგები გახდა.

დი მატეომ “ასტონ ვილასთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში გააფორმა, მას შემდეგ რაც გუნდი გასული შედეგების მიხედვით პრემიერლიგიდან დაქვეითდა. ბირმინგემელები წარუმატებლად ასპარეზობენ ჩემპიონშიფშიც, სადაც მიმდინარე სეზონის 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვთ და მე-19 ადგილზე იმყოფებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:08 | 30.10.2015
BATIGOLI 9. (4375)

მილანის დიდი სიყვარულის მიუხედავად იმ გუნდის დდშვცი,რომელშიც 10 ნომერი ჰონდასნაირ სლეებს აცვია!

09:39 | 30.10.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6176)

100%

01:08 | 30.10.2015
gerard888 (1536)

ჰონდა კარგი ფეხბურთელია მარა ვერ მოიხოდა მილანში მაგის ბევრი მიზეზია და ჯობია წავიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067772
1969