“ლესტერის” იტალიელმა დამრიგებელმა კლაუდიო რანიერიმ “საუთჰემპტონთან” (0:0) ფრედ ნათამაშები შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შედეგი მისთვის მისაღებია.
“შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვთვლი, რომ “საუთჰემპტონმა” მოგება დაიმსახურა. ოპონენტი უკეთ თამაშობდა, ჩვენც რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ. მეტოქე რიგ ეპიზოდებში უკეთ გამოიყურებოდა და ჩვენ გადავრჩით, ამიტომ ჩვენთვის ფრე მისაღები შედეგი იყო"- რანიერის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.