ფეხბურთი

10:24 | 3.10.2016 | ნანახია 1243 - ჯერ

ინიესტამ “ბარსას” მაისურით მე-600 შეხვედრა ჩაატარა

“ბარსელონას” 32 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კლუბის მაისურით მე-600 შეხვედრა ჩაატარა.

ინიესტასთვის საიუბილეო შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა - ლა ლიგის მეშვიდე ტურში “ბარსელონა” სტუმრად “სელტასთან” 3:4 დამარცხდა.

“ბარსელონაში” ჩატარებული მატჩების რაოდენობით ინიესტა მხოლოდ ჩავი ერნანდესს (767 მატჩი) ჩამორჩება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:08 | 03.10.2016
sabonis (9584)

კაი იუბილო კი მოუწყო სელტამ.DDDDDDD

0.120486