ავტოსპორტი

23:48 | 2.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულის“ მალაიზური დუბლი

მალაიზიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში ლუის ჰამილტონის დიდი უპირატესობით გამარჯვების შემდეგ, ვერავინ იფიქრებდა, თუ კვარცხლბეკზე პირველ ორ საფეხურს რომელიმე სხვა გუნდის პილოტები დაიკავებდნენ. მაგრამ სწორედ ასე მოხდა, რადგან ჯერ ნიკო როსბერგს სტარტზე მოუვიდა ინციდენტი, რომლის გამოც, პელოტონის კუდში ამოჰყო თავი, რბოლის მიწურულს კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მანქანაზე ძრავმა დალია სული.

გამარჯვება კი დანიელ რიკიარდომ მოიპოვა, რომელმაც 39-ე წრეზე თანაგუნდელ მაქს ფერსტაპენისგან ისეთ პრესინგს გაუძლო, მარტო ამ მომენტის გამო იმსახურებდა გამარჯვებას. და გაიმარჯვა კიდეც. არადა, ჰოლანდიელმა პირველი შეტევის შემდეგ შეძლო გასწრება და თითქოს, ამის შემდეგ, რიკიარდოს უარესი ტრაექტორია ეკავა. მაგრამ ავსტრალიელმა მომდევნო მოსახვევები თანაგუნედლთან გვერდიგვერდ გაიარა და პირველივე ხესაყრელ მომენტში დაწინაურდა. ამის შემდეგ, მის ლიდერობას საფრთხე აღარც შექმნია.

რაც შეეხება როსბერგს, მან მესამე ადგილამდე შეძლო ამოსვლა და მიუხედავად იმისა, რომ კიმი რაიკონენთან მომხდარ შეჯახებაში, სტუარდებმა ის დაადანაშაულეს და 10 წამით დასაჯეს, მაინც მოახერხა „ფერარის“ პილოტის უხიფათო დისტანციაზე ჩამოტოვება. სხვათა შორის, მათი შეჯახებაც იმავე 39-ე წრეზე მოხდა, რომელზეც რიკიარდოს ფერსტაპენთან მძაფრი პაექრობა ჰქონდა. როსბერგმა რაიკონენს პირველ მოსახვევში შეუტია და მეორე მოსახვევში გაასწრო. გასწრებისას კი ფინელის ბოლიდს „მხარი გაჰკრა“, რაც მსაჯებმა შეგნებულ ქმედებად ჩაუთვალეს.

საინტერესო გამოდგა სტარტიც: მწვანე შუქნიშანზე ჰამილტონმა კარგი რეაქცია გამოავლინა. როსბერგმა კი შეუტია, მაგრამ თავადაც მეორე პოზიციის დაცვამ მოუწია და თანაგუნდელზე პრესინგი შეარბილა. მათ უკან, ფეტელმა შეძლო ფერსტაპენის გასწრება, მაგრამ მისი „ფერარის“ უკანა მარცხენა ბორბალი, მეტოქის „რედ ბულის“ წინა მარჯვენა ბორბალს და იმავდროულად, როსბერგის „მერსედესის“ უკანა მარჯვენა ბორბალს წამოედო. შედეგად, „ფერარის“ წინა მარცხენა საკიდარი დაიმტვრა, როსბერგი დატრიალდა, ფერსტაპენმა კი გზა გააგრძელა, თუმცა რამდენიმე პოზიცია დაკარგა.

ფეტელმა მოგვიანებით მომხდარში ფერსტაპენი დაადანაშაულა, თუმცა მსაჯებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს და რადგან გერმანელმა რბოლა ვერ გააგრძელა, შემდეგი ეტაპისთვის, სტარტზე სამი ადგილით დააჯარიმეს. როსბერგს ვერც როსბერგი გადაურჩა, რომელსაც ორი საჯარიმო ქულა დაუწერეს. ამგვარად, გერმანელს ასეთი ექვსი ქულა დაუგროვდა. თუ 12 დაუგროვდება, მაშინ ერთი რბოლის გამოტოვება მოუწევს...

გამარჯვებულმა კვარცხლბეკზე მისი ტრადიციული რიტუალი შეასრულა - საკუთარი ფეხსაცმლიდან შამპანური დალია. ესეც არ იკმარა და „სასმისი“ ფერსტაპენს, როსბერგს და „რედ ბულის“ შეფ კრისტიან ჰორნერსაც დაალევინა. ამათ აშკარად არ სურდათ ამის გაკეთება, მაგრამ რას იზამდნენ - ავსტრალიელი ამ ზეიმის მთავარი გმირი იყო. „ლხინის“ ბოლოს, ჰორნერმა ფეხსაცმელი მაყურებელში მოისროლა, ემანდ გამარჯვებულს მეორე სადღეგრძელოს საღერღელი არ აეშალოსო. ალბათ სასმელი გამოელიათ, თორემ მეორე ფეხსაცმელი ხომ ზედ ეცვა...

მალაიზიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32.850
  2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:33.264
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:33.420
  4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:33.467
  5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:33.584
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:33.632
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:34.319
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:34.489
  9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34.518
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:34.671
    - - - - - - - - - -
  11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:34.577
  12. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:35.001
  13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:35.097
  14. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:35.277
  15. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:35.369
  16. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:35.374

- - - - - - - - - -

  1. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:35.816
  2. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:35.949
  3. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:35.999
  4. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 1:36.451
    21. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:36.587
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:37.155

რბოლა. სეპანგი. დისტანცია 310.408 კმ (5.543 კმ, 56 კმ)

  1. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:37:12.776
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +00:02.443
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:25.516
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:28.785
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:01.582
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 01:03.794
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 01:05.205
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 01:14.062
  9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:21.816
  10. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 01:35.466
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 01:38.878
  12. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  13. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1 წრე
  14. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  15. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1 წრე
  16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე

გ. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 10 წრე

გ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 16 წრე

გ. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, მენორი) 17 წრე

გ. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 39 წრე

გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 49 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 56 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:36.424, 44-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 288 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 265; 3. დანიელ რიკიარდო - 204; 4. კიმი რაიკონენი - 160; 5. სებასტიან ფეტელი - 153; 6. მაქს ფერსტაპენი - 147; 7. ვალტერი ბოტასი - 80; 8. სერხიო პერესი - 74; 9. ნიკო ჰულკენბერგი - 50; 10. ფერნანდო ალონსო - 42; 11. ფელიპე მასა - 41; 12. კარლოს საინსი - 30; 13. რომენ გროჟანი - 28; 14. დანილ კვიატი - 25; 15. ჯენსონ ბატონი - 19; 16. კევინ მაგნუსენი - 7; 17. ჯოლიონ პალმერი - 1; 18. პასკალ ვერლაინი - 1; 19. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1; 20. ესტებან გუტიერესი - 0; 21. მარკუს ერიკსონი - 0; 22. ფელიპე ნასრი - 0; 23. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) – 0; 24. ესტებან ოკონი - 0

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 553 ქულა; 2. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 359; 3. ფერარი - 313; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 124; 5. უილიამს-მერსედესი - 121; 6. მაკლარენ-ჰონდა - 62; 7. ტორო როსო-ფერარი - 47; 8. ჰაას-ფერარი - 28; 9. რენო - 8; 10. მენორ-მერსედესი - 1; 11. ზაუბერ-ფერარი - 0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09192