ფეხბურთი

18:10 | 2.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ჯოხაძე: "ფეხბურთისადმი ფედერაციის მხრიდან მკაფიო დამოკიდებულება ჩანს"
"ლიახვში" ამჟამინდელი მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა და ამას გააჩნია ობიექტური მიზეზებიც"

ცხინვალის "ლიახვმა" შარშანდელი სეზონი ჩინებულად ჩაატარა და პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება სავსებით დამსახურებულად მიიღო. ეს, მოედანზე, მაგრამ შემდგომ კლუბმა საქართველოს ჩემპიონატის მთავარი ლიგის მოთხოვნები ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, "ლიახვმა" შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება განსაზღვრულ ვადებში ვერ მოახერხა და ლიცენზიაზე უარი ეთქვა.

მიმდინარე სეზონი კი, "ლიახვისთვის" წარმატებულად არ დაწყებულა: თეთრ ჯგუფში მყოფ გუნდს 7 ტურის თავზე მხოლოდ 5 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზე იმყოფება. შარშან გუნდს მალხაზ ჟვანია ავარჯიშებდა წარმატებით, მისი ასისტენტი კი, ლევან ჯოხაძე გახლდათ, რომელმაც წელს უკვე მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა. ლევანი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომელსაც აქამდე მთავარ მწვრთნელად არ უმუშავია, მაგრამ A, B, C კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიებს ფლობს და წარსულში "დინამო 2-შიც" უმუშავია ასისტენტად.

WORLDSPORT.GE ახალგაზრდა სპეციალისთს გაესაუბრა და "ლიახვში" მიმდინარე პრეცესებზე, სამომავლო გეგმებსა და ვერმიღებული ლიცენზიის შესახებ დაეკითხა. როგორც ჯოხაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, არ იცის რატომ დარჩა მისი გუნდი უმაღლესი ლიგის ლიცენზირების გარეშე, რადგან ამ საქმეში კომპეტენტური არ ვარო. იქვე, ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ერთწლიანი მუშაობა შეაფასა - დადებითად.

- პირველ რიგში რას იტყვით გუნდის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. როგორც საკადრო, ისე ფინანსური კუთხით?

- გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, თუმცა ამას გააჩნია თავისი ობიქტური მიზეზები - გუნდმა მზადება ჩემპიონატამდე სამი კვირით ადრე დაიწყო, რაც ძალიან მცირე დროა მოსამზადებლად. ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ გუნდი დატოვა თვრამეტმა ფეხბურთელმა და ფაქტობრივად, მზადება ფორსმაჟორულ სიტუაციაში დავიწყეთ, რაც ბუნებრივია საწყის ტურებში დაეტყო გუნდს. იყო შეთამაშების პრობლება. თუმცა, ნელ-ნელა გუნდი იღებს საკუთარ სახეს, რაც უკვე სტაბილურობასაც მოიტანს. რაც შეეხება ფინანსურ საკითხს. დღესდღებოით ამ მხრივ სტაბილური სიტუაცია გვაქვს გუნდში.

- ჩემპიონატის სტარტი არცთუ ისე წარმატებული გამოგივიდათ. გუნდის მიზანი რა არის მიმდინარე სეზონში?

- გუნდის მიზანი ამ სეზონში უპირობოდ არის რომ მოხვდეს ლიგა პრო2 ში. მიმაჩნია, რომ ეს მიზანი აუცილებლად მიღწეულ იქნება. ამის რწმენას პირველ რიგში მომათაშეების შემართება და გუნდის ყოველდღიური მზადების პროცესი მაძლევს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ მიზნისკენ. "ლიახვი" პრო2 ში აუცილებლად მოხვდება.

- რა იქნება მომავალში, რამდენად აქვს „ლიახვს“ შორსმჭვრეტელი გეგმები?

- "ლიახვის" სამომავლი გეგმებს რაც შეეხება ის არის რომ, კლუბი ნელ-ნელა სწორი მუშაობით მივიდეს ლიგა პრო 1 მდე. რაც ბუნებრივია მოითხოვს დაუღალავ და უწყვეტ მუშაობას.

- რას იტყვით იმაზე, რომ შარშან გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, მაგრამ ლიცენზია ვერ აიღო. როგორ ფიქრობთ რა იყო ამის სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები?

- მოგეხსენებათ, შარშან ჩვენმა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ კლუბმა ვერ მიიღო უმაღლესი ლიგის ლიცენზია, რაც ერთგვარი შოკი იყო, როგორც კლუბისთვის ისე ჩვენთვის და ფეხბურთელებისთვის. სამწუხაროდ მე არ ვარ კომპეტენტური მოგაწოდოთ ზუსტი ანალიზი იმისა, თუ რა გახდა ლიცენზიის ვერმიღების მიზეზი.

- როგორ შეაფასებდით ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელების მუშაობას?

- ფეხბურთის ფედერაციის მუშაობაში ჩანს ერთგვარი მკაფიო დამოკიდებულება ქართული ფეხბურთისადმი, ამ დამოკიდებულებას ჰქვია სიმკაცრე და გამკცარებული მოთხოვნები. სიმკაცრე როგორც კლუბების საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე უშალოდ მოედანზე მიმდინარე პროცესებზე. რაც მიმაჩნია, რომ ზედგამოჭრილი მიდგომაა ჩვენთვის, ქართველებისთვის. სამწუხაროდ ჩვენში პროფესიონალიზმის გარანტორად მხოლოდ და მხოლოდ სიმკაცრე დგება. სწორედ ასეთი მიდგომის შემდეგ შეინიშნება, რომ კლუბებმა უკვე დაიწყეს მუშაობა და ერთგვარი გამოფხიზლება შეინიშნება ამ მხრივ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ფედერაციის მუშაობა დადებითად იმოქმედებს ჩვენს ფეხბურთზე

- და ბოლოს, თქვენს შესახებაც რომ მოვუყვეთ მკითხველს...

- ფეხბურთის თამაშს ძალიან ადრე, 24 წლის ასაკში დავანებე თავი, თუმცა უფეხბურთოთ ყოფნაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია. გადავწყვიტე სამწვრთნელო განათლების მიღება, მივედი ბატონ გაიოზ დარსაძესთან. მისი ხელმძღვანელობით და გვერდში დგომით დავეუფლე ც, ბ, ა ლიცენზიებს. მწვრთნელობა დავიწყე საფეხბურთო სკოლა ოლიმპში. შემდეგ მიმიწვიეს დინამოს აკადემიაში, ერთი წლის შემდეგ კი როდესაც "დინამო2-ში" დაბრუნდა მალხაზ ჟვანია მიმიწვია მის თანაშემწედ. იგივე შემადგენლობით შარშან გადმოვედით "ლიახვში" სამუშაოდ. წელს კი მალხაზის წასვლის შემდგომ ჩავიბარე გუნდი.

0.125009