თერთმეტრიანის მოგერიება მეკარეებისთვის არც ისე ადვილია, მეტიც, თუ ბურთი კარის ხაზს გადაკვეთს, ძნელად კიპერი რომ დადანაშაულდეს. თუმცა, საქმე როცა ბრაზილიელ დიეგო ალვეშს ეხება, ყველაფერი იცვლება. მისთვის საერთოდაც არაა პენალტის მოგეირება რთული.
“ვალნესიას” კარის დარაჯმა ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა – “ღამურების” მეკარემ მადრიდის “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ჯერ ანტუან გრიზმანს აუღო თერთმეტი მეტრიდან, მერე გაბის და ლა ლიგაში 19 მოგერიებული პენალტი დაუგროვდა (41-დან), რაც ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ეს რეკორდი დიეგო ალვეშმა წინა ტურში მოხსნა, როდესაც “ლეგანესთან” შეხვედრაშიც არ გაატინა მეტოქეს. მაშინ ალვეშმა ანდონი სუბისარეტას მიღწევა (16 მოგერიებული პენალტი 102-დან) გააუმჯობესა.
ლა ლიგის გარდა სხვა ტურნირებსაც თუ მივიღებთ მხედველობაში დიეგო ალვეშის შედეგი ასეთია: 45 პენალტიდან 22 მოგერიებული. ანუ, გამოდის, რომ ბრაზილიელი პენალტებს თითქმის 50%-იანი შედეგიანობით იღებს...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მართლა რა სასწაული პენალი აუღია.
რეალი კაი გამობენზემებულია, მაგრამ მოიქნევს კუდს, ეჭვი არ მეპარება. აი ატლეტიკო კი მართლა გამოკრავს ხელს რომელიმე ტიტულს(ლა ლიგა, ლიგა) ასე მგონია...
ყველაფერში გეთანხმები,მარა ეს ატლეტიკოს ტიტული არ მგონია რაღაც.
მაგრა მოიხოდა ატლე შეტევაში მოუმატეს წელს რაც აქვთ ამდენი მომენტი მაშინ არ ქონდათ ლალიგა რო დადეს თან მრავალფეროვნებაა დღეს კარასკო ვაბშე არ ყავდათ არადა ეგაა მთავარი გიჟი გამეიროც იმედია რამეს იზამს იქეთ კორეაა საული და კოკე უფრო ცენტრში გადმოიწევენ და პლიუს გაიტანიც გამოვა რამე შეტევაში და დაცვა ყოველთვის ჩინეთის კედელი აქვთ
რეალის ფრე ძალიან გამიხარდა. იმედია, გამოიყენებენ ჩემები და საკუთარ ადგილს დაიბრუნებენ.
ისე ვალენსიას რომ მეკარეები ყავს არ ვიცი რა! რაიანი და დომენეკი მეცოდება სკამისთვის.
მიტომ მოუტან ბრაზილიას გამზრდელი....ეს რომ არ დააყენეს მსოფლიოზე კარებში......წამო წაგიყვან ბარსაში
სერხიო გოიკოეჩეას აქვს 1990 წლის მსოფლიოზე პენალტების 50% აღებული. ათიдან მხოლოд ხუთი გაუშვა. იუგოსლავიასთან 5-дან 3 აიღო, იტალიასთან 4-дან 2, ხოლო ფინალში ბრემეს дარტყმული კინაღამ აიღო, მაგრამ კინაღამ არ ითვლება DDDDDDDDD
+1
გრიზმანს რა პენალი აუღო,ესეთი რთული პენალი კაი ხანია არ მინახია მეკარეს რომ მოეგერიებინა და ზოგადად ალვეშს ბადალი არ ყავს პენლების მოგერიებაში ძაან გიჟია