"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ბორდოსთან" მოგებული (2:0) ლიგა 1-ის მერვე ტურის მატჩის შემდეგ დუბლის ავტორი ედინსონ კავანი შეაქო და განაცხადა, სამხრეთამერიკელმა თანაგუნდელებს რწმენა დაუბრუნაო.
"მისი გოლები უმნიშვნელოვანესია. ეს მას თავდაჯერებულს ხდის და თავისი გოლებით თანაგუნდელებსაც რწმენას უბრუნებს. ფეხბურთელები ერთად ფიქრობენ, ერთად მოქმედებენ და ეს კარგია." - განუცხადა BeIN Sports-ს ესპანელმა სპეციალისტმა.
მიმდინარე სეზონში კავანიმ 9 მატჩში 11 გოლი გაიტანა. ემერიმ ჰატემ ბენ არფა მოედანზე 79-ე წუთზე შეიყვანა და კომენტარი ფრანგის შესახებაც გააკეთა: "ბენ არფა მოედანზე გვიან შევიყვანე, მოტივირებული იყო და კარგად ითამაშა, მაგრამ შედეგიანად ასპარეზობისთვის მას ბევრი მუშაობა მართებს."
პსჟ-მ "ბორდოსთან" მოგების შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში 16 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე იმყოფება. პარიზელები პირველადგილოსან "მონაკოს" სამი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "ნიცას" - ერთით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბარსას სავარაუდო მეტოქეები?
თუ ა, ჰო ))
ბურთების სხვაობა 2-9-ზე მინუს 7,აზრზე ხართ ხოლოდ 2 გატანილი გოლი 6 თამაშში.პირველ ორ ტურში საერთოდ ნოლი კარში დარტყმა და 21-ე საუკუნეში პირველად ჯგუფში ჩარჩენა.ბარსელონაზეა აქ საუბარი და არა რომელიმე პატარა გუნდზე.რა შეიცვალა ბარსაში წინა სეზონთან შედარებით?მესი წავიდა.თავად გამოიტანეთ დანარჩენი დასკვნები და მერე იპროფესორეთ
და თან ეს ამბები ხდება ბენფიკა-კიევის ჯგუფში.იმასაც ხო გააჩნია რა ჯგუფში რჩები და რა ჯგუფში აფიქსირებ 2-9 ბალანსს ბურთებში.ბენფიკამ ჩატოვა ჯგუფში და არა რომელიმე ძლიერმა გუნდმა.ეხლა გადახედეთ კრისტინას წასვლის შემდეგ რა შედეგები დადეს მაგისმა გუნდებმა ლიგაზე გინდ მანჩესტერმა გინდ რეალმა და გინდ იუვემ
ჩელსის ყველაზე ნაკლები ვარიანტები გამოუვიდა. ეგრეც არის.
რეალი გაასწორებდა უფრო.