ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი არიენ რობენი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა, თუმცა მცირე ტრავმის გამო მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. "კიოლნთან" ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ჰოლანდიელმა ნეკნის დაზიანება მიიღო.
"მას ტკივილი აწუხებდა და მოედანზე გასვლა არ შეეძლო, მაგრამ საშიში არაფერია." - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ.
რობენის ტრავმიანობა უცხო ფაქტი აღარაა. შემტევი მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ სამ მატჩში გამოჩნდა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.