ფეხბურთი

21:06 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატიემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა ჟერემი მატიემ საფრანგეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობა შეწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა L"Equipe-სთან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.

დიდიე დეშამმა მცველი ოქტომბერში გასამართი მსოფლიოს ცემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა, თუმცა შემდეგ ელიაკიმ მანგალათი ჩაანაცვლა. როგორც მატიემ განაცხადა, მას "მამლების" რიგებში თამაშის მოტივაცია აღარ აქვს და ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს.

ჟერემის ნაკრებში დებიუტი 2011 წლის 11 ივნისს აშშ-ს წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა და მას შემდეგ მოედანზე სულ 4-ჯერ გამოჩნდა.

0.115705