საჩხერის "ჩიხურამ" "დინამო არენაზე" 2:1 სძლია თბილისის "დინამოს" და 5-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს "თეთრ ჯგუფში", თუმცა მეორეადგილოსანი "ლოკომოტივი" ამ ტურს ტოვებდა და შესაბამისად, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
და "დინამო"? გრძელდება მოქმედი ჩემპიონის წარუმატებელი სერია, გუნდს ჩემპიონატში 21 აგვისტოს მერე არ მოუგია! ზედიზედ მეოთხე მატჩი, აქედან სამი ფრე და აი, პირველი მარცხიც.
სასწრაფო ცვლილებებია საჭირო "დინამოში", თორემ ჩემპიონობა კი არა, ეგებ, ევროტურნირებზე გასვლაც კი სათუო გაუხდეთ. კონკრეტულად ამ მატჩშიც, ზემოიმერლებმა სრულიად დამსახურებულად მოიგეს, მასპინძლებს აჯობეს და ბოლო მონაკვეთშიც კი არ მისცეს შეტევების საშუალება. მაინცდამაინც არც საჩხერელებს ჩაუტარებიათ საუკეთესო მატჩი, თუმცა "დინამო" ისეთ დღეშია, ესეც ეყო.
მეორე ტაიმშიც კი, საუკეთესო შანსი ისევ "ჩიხურას" ჰქონდა, როცა გიორგი ლომაიამ გიორგი ივანიშვილის ახლოდან დარტყმული მოიგერია.
ირაკლი ლექვთაძისა და ივანიშვილის გოლებს შორის, ლადო დვალიშვილმა გაიტანა, როცა მცველის შეცდომით ისარგებლა და ახლოდან დაბალი ბურთი დაურტყა ჰამზიჩს. ეს დვალიშვილის პირველი გოლია სეზონში.
1.10. 2016. 18:00 საათი. "დინამო არენა"
დინამო (თბილისი) - ჩიხურა (საჩხერე) 1:2 (1:2)
დინამო: ლომაია, ლობჟანიძე, ჭელიძე, ამისულაშვილი, თევზაძე, ცინცაძე (ველევი 65), პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 64), ჭანტურიშვილი, დვალიშვილი (ლილუაშვილი 72)
მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, შოთა კაშია, რეხვიაშვილი, განუგრავა, კორიფაძე, დობროვოლსკი, ლექვთაძე (გაბედავა 76), სარდალიშვილი (დეკანოიძე 87), ივანიშვილი (გორგიაშვილი 82), ტატანაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლები: 0:1 ლექვთაძე (4), 1:1 დვალიშვილი (33), 1:2 ივანიშვილი (45)
გაფრთხილება: ლობჟანიძე (63), ჭანტურიშვილი (67), რეხვიაშვილი (67)
მსაჯი: ლაშა სილაგავა





