ფეხბურთი

17:54 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ამხანაგური. "დილამ" "ლოკომოტივს" თამაში მოუტრიალა

საგურამოში ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც გორის "დილამ" თბილისის "ლოკომოტივს" 2:1 სძლია. ჟერარდ სარაგოსას გუნდი იგებდა, თანაც, 76-ე წუთამდე, თუმცა ბოლოს უჩა სოსიაშვილის "დილამ" ორი ბურთი გაიტანა.

ყველაზე ლამაზი იყო ზარანდიას გოლი. "ლოკოს" 20 წლის შემტევმა ინდივიდუალური გარღვევა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით დაასრულა.

გორელთა გოლებს რაც შეეხება, ორივე ბურთი ჩახვაშვილის პასით გავიდა: ჯერ ნიკა გელაშვილმა ახლოდან გაათანაბრა ანგარიში, მერე კი ლომიძე გასცდა მეკარეს და ცარიელ კარში შეაგდო.

ცნობისთვის, "დილაში" ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა, რომელმაც ორ მომენტში აშკარად გადაარჩინა თავისიანები. ზოგადად, უპირატესობა უფრო "ლოკომოტივს" ჰქონდა, მაგრამ წააგო.

ლოკომოტივი-დილა 1:2

გოლები: 1:0 ზარანდია (24), 1:1 გელაშვილი (71), 1:2 ლომიძე (80)

0.112348