ფეხბურთი

15:23 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ ბატისტუტა: “მე ვიყავი მე!”

ლეგენდარული არგენტინელი თავდამსხმელი გაბრიელ ომარ ბატისტუტა ფლორენციაში იმყოფება, სადაც ორშაბათს ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქალაქის საპატიო წევრების პატივსაცემად იმართება. შემთხვევით “გაძეტა დელო სპორტმა” ისარგებლა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

“ბატიგოლი” ინტერვიუში რამდენიმე საკითხს შეეხო:

იგუაინი ჩემი შემცვლელია? – ამას პრესა ამბობს. მე ვიყავი მე და ბედნიერი იმით, რაც ვიყავი. ალბათ, იგუაინი ჩემზე ძლიერია ან უფრო ცუდი – ეს, არ ვიცი.

მაურო იკარდი – ახლა, მისთვის ნაკრებში ადგილი არაა, რადგან ყველა ფეხბურთელი ნაკრებში ვერ მოხვდება. თუმცა გამოძახებას მაინც იმსახურებს. სამწუხაროდ, ფეხბურთი ასეთია და მას მხოლოდ თავდამსხმელები არ თამაშობენ.

ფრანჩესკო ტოტი – ფრანჩესკო დიდია, როგორც ფეხბურთელი, ისე ადამიანი. ფეხბურთელს მას ბევრი იცნობს, მაგრამ ადამიანს ცოტა. მე კი, ძალიან გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვითამაშე.

ფლორენცია – აქ ჩამოსვლით ყოველთვის ბედნიერი ვარ, ეს არაერთხელ მითქვამს. ორშაბათის თამაშს მოუთმენლად ველი. “არტემიო ფრანკიზე” კიდევ ერთხელ გასვლა ძალიან მახარებს. იმედია, ხალხი მოვა და სტადიონი გაივსება.. ფლორენცია ჩემი მეორე სახლია”, - განაცხადა ბატისტუტამ.

0.137686